არ დაიჯერო,რომ აღარა ვარ. (ლექსი ფილმიდან).

11/20/2018
R 888-ის მიერ

აღწერა და ლექსი:
Ar dajero,rom agara var.
ლექსს კითხულობს მსახიობი დოდო აბაშიძე.
ნაწყვეტი ფილმიდან \"არ დაიჯერო,რომ აღარა ვარ\".
Video - http://www.myvideo.ge/tv/ertsulovneba...
ლექსი:
გული ოცნებით მინდა ვიჯერო,
დედა,მე შენზე ფიქრმა დამღალა,
შინ რომ არ მოვალ,არ დაიჯერო,
არ დაიჯერო,რომ აღარა ვარ.

ჩვენ დავბრუნდებით ზღაპრად,თქმულებად,
ანდა ვისიმე დაწერილ წიგნში,
ან დავბრუნდებით გაზაფხულებად,
ან გავცოცხლდებით ბავშვის ღიმილში.

ჩვენ არ ვიქნებით,მაგრამ მამული,
ისევ იბრწყინებს ზურმუხტ ფერებით,
და დამარხულებს მარუხის მთებში,
მოგვიგონებენ მადლიერებით.

დედა,ომია,ომი მედგარი,
მიწურში შენზე ფიქრმა დამღალა,
შინ რომ არ მოვალ,არ დაიჯერო,
არ დაიჯერო,რომ აღარა ვარ.