ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში
ხანძრის ჩაქრობის 9-საათიანი ოპერაციის შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. ხანძრის კერების დამუშავებას, საგანგებო სამსახურები ამ დრომდე განაგრძობენ. მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს, როგორც ებრძოდნენ მეხანძრეები საფრანგეთის მთავარ ღირშესანიშნაობაში გაჩენილ მასშტაბურ ხანძარს. ხელისუფლება მიყენებულ ზიანს აფასებს. განადგურებულია ტაძრის ხის სახურავი და სხვა ხის კონსტრუქციები, ხანძრის შედეგად ჩამოინგრა სახურავზე არსებული მთავარი სვეტი, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდებოდა. ხანძარს გადაურჩა მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიკვიები, რომლებიც ტაძარში ინახებოდა. მათ შორის მაცხოვრის ეკლის გვირგვინი. პარიზში მომხდარს გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამ მძიმე წუთებში საქართველო ფრანგი ხალხის გვერდით დგას. ღრმა მწუხარება გამოთქვა და ფრანგ ხალხს თანადგომა გამოუცხადა მამუკა ბახტაძემ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში
TV IMEDI
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში
TV IMEDI
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში
Maestro Television
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში / Notre Dame Fire
Movement
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში და მისი მნიშვნელოვა - გ...
Grigol Gegelia
მასშტაბური ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში/“დღის არხი“/...
რადიო იმედი