კორონავირუსი - გართულებები ბავშვებში
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ იაშვილის ბავშვთა კლინიკაში მულტისისტემური ანთებითი სინდრომით უკვე 51 ბავშვი შეიყვანეს. ექიმების განმარტებით, ბავშვებში ამ სინდრომის განვითარება სწორედ კორონავირუსმა გამოიწვია. თუ ბავშვს უვლინდება მაღალი სიცხე, გამონაყარი, თვალების და ენის სიწითლე, დიარეა და შეშუპება, მედიკოსები ყველას ურჩევენ ავადმყოფი დაუყოვნებლივ აჩვენონ ექიმს. გართულება შეიძლება გამოვლინდეს „კოვიდ-19“-ის მიმდინარეობის პერიოდში, მაგრამ ჩვენთან დაფიქსირებული შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში ის კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის განმავლობაში გამოვლინდა. კორონავირუსისგან განსხვავებით, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი თითქმის ყველა შემთხვევაში საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ამ სინდრომით ამჟამად 13 პაციენტი მკურნალობს. აქედან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტების რაოდენობის ზრდას იაშვილის კლინიკაში იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსი – გართულებები ბავშვებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19-ის გართულებები მცირეწლოვნებში. პანდემიით ქვეყანაში...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
საინფორმაციო კამპანია გაერო-ს ბავშთა ფონდის ორგანიზებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კოვიდის შემდგომი გართულებები ბავშვებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა პოსტ-კოვიდური გართულებები ბავშვებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი ჰეპატიტი ბავშვებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კოვიდ-19“ - გართულება ბავშვებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster