კორონავირუსი - გართულებები ბავშვებში


საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ იაშვილის ბავშვთა კლინიკაში მულტისისტემური ანთებითი სინდრომით უკვე 51 ბავშვი შეიყვანეს. ექიმების განმარტებით, ბავშვებში ამ სინდრომის განვითარება სწორედ კორონავირუსმა გამოიწვია. თუ ბავშვს უვლინდება მაღალი სიცხე, გამონაყარი, თვალების და ენის სიწითლე, დიარეა და შეშუპება, მედიკოსები ყველას ურჩევენ ავადმყოფი დაუყოვნებლივ აჩვენონ ექიმს. გართულება შეიძლება გამოვლინდეს „კოვიდ-19“-ის მიმდინარეობის პერიოდში, მაგრამ ჩვენთან დაფიქსირებული შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში ის კორონავირუსის გადატანიდან 2-6 კვირის განმავლობაში გამოვლინდა. კორონავირუსისგან განსხვავებით, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი თითქმის ყველა შემთხვევაში საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ამ სინდრომით ამჟამად 13 პაციენტი მკურნალობს. აქედან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტების რაოდენობის ზრდას იაშვილის კლინიკაში იანვრის ბოლოსთვის ელოდებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან