საკადრო ცვლილებები და გახარიას გუნდის განცხადება


გიორგი გახარიას თანამოაზრეები თანამდებობებს ტოვებენ.

დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდნენ გორის, ხაშურის, ფოთის, მარტვილის და სენაკის მერის მოადგილეები, ასევე ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი - ჯამში რვა ადამიანი. შვიდივე მათგანი ამბობს, რომ თანამდებობები მმართველი პარტიიდან და მთავრობიდან ზეწოლის გამო დაატოვებინეს, მიზეზად კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ მხარდაჭერა დაუსახელეს. მითითებული მუნიციპალიტეტების მერები და მმართველი გუნდის ლიდერების არგუმენტით, გათავისუფლებული მოადგილეები საქმის ნაცვლად ექს-პრემიერის და მისი გუნდის აგიტაციით იყვნენ დაკავებულები. დღევანდელმა გადაწყვეტილებებმა „ქართული ოცნების“ წევრებს და პარტიიდან ცოტა ხნის წინ გახარიას გუნდში წასულებს შორის ურთიერთობა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა. გახარიას გუნდი მმართველ პარტიას დევნასა და რეპრესიებში ადანაშაულებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან