„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“ რეზოლუცია
91 მომხრე, არც ერთი - წინააღმდეგი, - პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ" რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ინიციატივითა და პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, ერთობლივად მომზადდა. რეზოლუციის ტექსტში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტი - ოკუპაცია კი ქვეყნის ნომერ პირველი გამოწვევაა. „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ"“რეზოლუციით, პარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შეაჩეროს. საერთაშორისო თანამეგობრობას კი მიმართავს, რუსეთის უკანონ ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმოს და საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში. დეპუტატების განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, დეოკუპაციის საკითხზე დამტკიცებული რეზოლუცია, პარლამენტის ერთიანი ხედვისა და პოლიტიკური პარტიების ერთსულოვნების წარმოსაჩენად კარგი შესაძლებლობაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარლამენტის რელოზუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის ნაწილის ღია წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამთავრობო კომისია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მო...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
კონფერენცია სოხუმის უნივერსიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეოკუპაციის სახელმწიფო სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეოკუპაციის სახელმწიფო სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster