ეროვნული გმირის წოდება


აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს, საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ეროვნული გმირის ორდენი პრემიერ-მინისტრმა გადასცა. ეროვნული გმირის წოდება გენო ადამიას, გარდაცვალების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიანიჭა. ასევე აღინიშნა, რომ სენაკში, პირველ საჯარო სკოლას გენო ადამიას სახელი მიენიჭება. გენერალი გენო ადამია კოდორის ხიდზე, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, 1993 წლის 28 სექტემბერს დაიღუპა. ის კოდორის ხიდთან მოკლეს, როდესაც უკან, სოხუმში შესვლას ცდილობდა. დაკრძალულია თბილისის ძმათა სასაფლაოზე. გენო ადამიასთან ერთად, აფხაზეთში მისი ორი ვაჟი იბრძოდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან