თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები "იუსტიციის სახლს“ ესტუმრნენ


თელავის “განათლების, განვითარების და დასაქმების ახალგაზრდული ცენტრის“ ბავშვები დღეს ადგილობრივ „იუსტიციის სახლს“ ესტუმრნენ. თელავის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები დაწესებულების ახალ სერვისებს გაეცნენ. მათ საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ შენობა და სასურველ კითხვებზე პასუხიც მიეღოთ.
ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული სახის ვიზიტები ქალაქის სხვადასხვა ორგანიზაციებშიც გაგრძელდება. აქტივობა საქართველოში “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში “გაეროს ასოციაცია“ “უესაიდის“ ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1oRqnSU

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან