შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა ფოლკლორის ცენტრში

12/03/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო თექის ნამუშევრები, ნაჭრის თოჯინები, საახალწლო ნაძვის ხეები, საახალწლო მოსართავები და სხვადასხვა აქსესუარი. გამოფენაში მონაწილეობდნენ კავშირის, „ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ\" ბენეფიციარები.

გამოფენის შემდეგ, ფოლკლორის ცენტრმა უმასპინძლა კამილიელთა (შშმ პირთა) დღის ცენტრისა და სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციას. სტუმართათვის კონცერტი გამართეს ბავშვთა ფოლკლორულმა კოლექტივმა \"ფერხისა\", ფოლკლორულმა ანსამბლებმა \"ბასიანი\" და \"იალონი\".


http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან