მოლაპარაკებების პერსპექტივა


ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ხელს არ შეუწყობს მოლაპარაკებების პროცესს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებებით, პრემიერ-მინისტრი ხელს უწყობს პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, მოლაპარაკებებს კი ალტერნატივა არ აქვს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იზიარებენ და ამბობენ, რომ რეალურად ახლა ყველა მიმართული უნდა იყოს იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც საზოგადოებას აწუხებს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არ არის საუბარი მოლაპარაკებების სრულად შეწყვეტაზე, თუმცა მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება ევროპელი პარტნიორებისა და მედიატორის დადებულ პირობებზე. ასეთ შემთხვევაში მმართველი გუნდი მათთან საუბარს განაახლებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან