ოთარ ჭილაძის რომანი „აველუმი" ინგლისურად ითარგმნა

04/19/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

18 აპრილს, 18:00 საათზე წიგნის მაღაზიაში „პროსპერო ბუქს\" გაიმართა ოთარ ჭილაძის რომანის „აველუმი\" ინგლისური თარგმანის პრეზენტაცია. თარგმანი 2013 წელს დიდ ბრიტანეთში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული წიგნისა და ლიტერატურის პროგრამის ფარგლებში გამოიცა. რომანის ინგლისური თარგმანი ცნობილ ბრიტანელ მთარგმნელს Donald Rayfield-ს ეკუთვნის, რომელიც ასევე დაესწრება წიგნის პრეზენტაციას. წიგნი გამოიცა ბრიტანული გამომცემლობის Garnet press-ის მიერ 1000 ეგზემპლარიანი ტირაჟით.

წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და ხელოვნების და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იამზე გვათუა.

http://www.culture.gov.ge
  / culturegovge  
   / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან