"მოამბე" 20 საათზე, 10 სექტემბერი, 2016

09/10/2016

• საფრანგეთი შავი ზღვის აუზში გემების რაოდენობას ზრდის - რა დეტალებზე საუბრობს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი;

• საკონსტიტუციო სასამართლოს 2 ახალი მოსამართლის ვინაობა ცნობილია - პრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დაასახელა - როგორია შეფასებები;

• პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დასახელებული კანდიდატები - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში;

• თსუ-ს რექტორი, შესაძლოა, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გახდეს - გიორგი შარვაშიძის კანდიდატურა უკვე პროტესტის მიზეზი გახდა;

• \"ქართული ოცნება\" \"ნაციონალურ მოძრაობას\" პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს;

• ცესკო-ს შენობასთან ბლოკის ”თოფაძე, მრეწველები - ჩვენი სამშობლო” წევრებმა აქცია გამართეს;

• სად მოხდება ქართული მხარის მიერ დაკავებული თურქეთისა და შვედეთის მოქალაქის ექსტრადირება - ინტერპოლით ძებნილს თურქეთში უვადო პატიმრობა ემუქრება;

• წინასაარჩევნო აქტივობები - პარტიები მოსახლეობას ხვდებიან და ამომრჩეველს საკუთარ პროგრამას აცნობენ;

• სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია - ჟენევაში ამერიკელი და რუსი დიპლომატების მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა;

• \"მოამბის\" ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოსა და აზერბაიჯანში მოლდოვის ელჩთან - რა რჩევებს აძლევს დიპლომატი საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით;

• ‘’შექსპირი ქართულ სცენაზე’’ - გამოფენა ხელოვნების სასახლეში;

• პარაოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი ფინალში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს;

• ქართველი კალათბურთელები \"ევრო 2017-ის\" საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ალბანეთის ნაკრებთან დღეს, 21:00 საათზე გამართავენ.