საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ახალი ოფიცერი


საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი იქნება, რომელიც აქამდე ეკონომიკის სამინისტროში, კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სააგენტოს დირექტორმა განაცხადა, მთავარი რისკის ოფიცერი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესის დამოუკიდებელ კონტროლს, თითოეული ტრანზაქციის დონეზე.

საპენსიო ფონდში ამ დროისთვის დაახლოებით 320 მილიონი ლარია. თანხების ინვესტირება კი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოდან დაიწყება.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან