„იზოლაციის კედელი“- ქეთი მატაბელის და გია გუგუშვილის გამოფენა

29.07.2020 03:10

კარანტინის დროს გაჩენილი იდეა - ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ხვალ დამთვალიერებელი ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის პირველ კოლაბორაციას იხილავს. ერთობლივად შექმნილი აბსტრაქციული ნამუშევრების გამოფენას სახელწოდებაც სიმბოლური დატვირთვის აქვს. ექსპოზიცია 50-მდე ნამუშევარს აერთიანებს. „იზოლაციის კედელი“ პირველი გამოფენა იქნება, რომელსაც სახვითი ხელოვნების მუზეუმი კარანტინის შემდეგ უმასპინძლებს. ექსპოზიციის დათვალიერებას ხვალიდან ერთი თვის განმავლობაში შეძლებთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: