გეგუთის სასახლის რეაბილიტაცია

04/11/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

დასავლეთ საქართველოში, ქუთაისსა და მის მიმდებარედ არსებული სიძველეების აღდგენა გრძელდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წელს დაიწყება გეგუთის სასახლის რეაბილიტაცია. კონსერვაცია ჩაუტარდება გეგუთის სასახლის არქიტექტურის დაზიანებული ნაწილებს, მთლიანად აღდგება სასახლის თითქმის დანგრეული გალავანი, დაჟანგებული კარი შეიცვლება და ადგილზე მოეწყობა გეგუთის სასახლი განათება, რაც დამთვალიერებელს ღამის საათებში ძეგლის დათვალიერების და მისი უკეთ აღქმის საშუალებას მისცემს.
ივნისის თვეში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გეგუთის ციხის კომპლექსური განვითარების მიზნით, საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს, რომლის ფარგლებში მომზადდება წლების განმავლობაში მიტოვებული და გაპარტახებული ვიზიტორთა სახლის რეაბილიტაციის პროექტი.
დღეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ, გეგუთის სასახლის დაცვის, გადარჩენის და პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე მარგიშვილს, სახელმწიფო რწმუნებულს იმერეთის რეგიონში ზაზა მეფარიშვილს და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას გააცნო.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან