თავის ტკივილი

08.04.2023 03:21

სამკურნალო ცენტრი ,,სიმეტრია"
თავის ტკივილი ძალიან გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს, ხელს გვიშლის მუშაობაში და ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში.
მიუხედავად იმისა, რომ თავის ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელი და უსიამოვნია, ის იშვიათად არის გამოწვეული რაიმე სერიოზული დაავადებით.
არსებობს პირველადი და მეორადი თავის ტკივილი. პირველადის შემთხვევაში, თავის ტკივილს სხვა დაავადება არ იწვევს. შედარებით იშვიათია მეორეული თავის ტკივილი, როდესაც თავის ტკივილის მიზეზი სხვა დაავადებაა. ამ დაავადებათა სპექტრი ძალიან ფართოა მათი მიმდინარეობა და პროგნოზიც სრულიად განსხვავებულია. თავის ტკივილის შესახებ გესაუბრებათ სამკურნალო ცენტრ სიმეტრიას ექიმი ალექსანდრე ნაკაშიძე.

0:11- თავის ტკივილი;
0:47- მიზეზი შეიძლება იყოს კუნთოვანი დისბალანსი.
1:15- ერთ-ერთი მიზეზია კისრის კუნთების დისბალანსი.
2:34- ტკივილ გამაყუჩებელი პრეპარატები ებრძვის მხოლოდ სიმპტომს და არა სინდრომს.
2:52- თუ გაწუხებთ თავის ტკივილები მიმართეთ ექიმს.
3:00 - მიზეზი ასევე შეიძლება იყოს, საფეთქელ ქვედა ყბის სახსრის პრობლემა.

საყრდენ მამოძრავებელი სისტემის სამკურნალო, საერთაშორისო სამედიცინო ცენტრების ქსელი ,, სიმეტრია'' გთავაზობთ მკურნალობას უნიკალური, დაპატენტებული ბიომექანოთერაპიის მეთოდით. მკურნალობა ეფუძნება ძვალ-სახსროვანი სისტემის ტკივილის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიკაციას და სპეციალური პროცედურის საშუალებით, თავად დაავადების მიზეზის აღმოფხვრას, რასაც მივყავართ სრულ გამოჯანმრთელებამდე. თავად მეთოდის დამაარსებელი გახლავთ სამედიცინო ცენტრ ,,სიმეტრია''-ს მთავარი ექიმი ვალერი პავლენკო.

#სიმეტრია #სამედიცინოცენტრი #თავისტკივილი #ბიომექოთერაპია

გაზიარება:
Mankanebi