#ახალიდღე „ტელესკოლაში“ „BBC“-ის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა - „ყურმოკრული ამბები“ იწყება

12.06.2020 10:51

13 ივნისიდან, ყოველ შაბათ-კვირას „ტელესკოლა“ მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ხუთი კვირის განმავლობაში, „ტელესკოლაში“ „ბიბისის“ ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა - „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) გავა. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ვიდეოგაკვეთილები ქართველ მოსწავლეებს ზაფხულის პერიოდის ეფექტიანად გამოყენებასა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაში დაეხმარება. სტუმრები: ეკა დგებუაძე - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; ზაზა ფურცელაძე - ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო