კახეთში მესამე დღეა, სტიქიას ებრძვიან
კახეთში მესამე დღეა, სტიქიას ებრძვიან. სეტყვისგან მიყენებული ზარალის დათვლა გურჯაანის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ათამდე სოფელში დილიდან დაიწყო. მერიის შესაბამისმა კომისიამ ყველა დაზარალებული ოჯახი უნდა შეისწავლოს. გუშინ მოსულმა სეტყვამ თითქმის სრულად გაანადგურა ვენახები, სახნავ სათესი ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი, დაზიანებულია ავტომობილები. განსაკუთრებული ზიანი მიადგა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთს. 150 ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავები მთლიანად დაუზიანდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახურავიდან ჩამოჟონილმა წყალმა დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები. მოქალაქეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. გურჯაანის მერი აცხადებს, რომ ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სტიქიით გამოწვეულ ვითარებას, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც გაეცნო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კახეთში ზარალს ითვლიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძრის კერები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახმეტას სამი დღეა, სასმელი წყალი არ მიეწოდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
IRI-ს კვლევის შედეგები შეაფასეს კახეთში მოქმედმა ჟურნალისტებ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
პრეზიდენტი კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო სისტემის რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster