რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი


რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები საპროტესტო რეჟიმში რჩებიან - ისინი ხვალ მორიგ აქციას კლინიკის ეზოში გეგმავენ. მათი მთავარი მოთხოვნა იმ ბრძანების გაუქმებაა, რომლითაც რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციაა დაგეგმილი. სწორედ ეს არის მთავარი წინაპირობა იმისა, რომ ისინი ჯანდაცვის მინისტრის შეთავაზებას, შეხვედრასთან დაკავშირებით, დათანხმდნენ. რაზეც მათ გუშინ უარი განაცხადეს. მიუხედავად ამისა, უწყებამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალთან შესახვედრად, რაც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ ვნებათაღელვა მას შემდეგ დაიწყო, რაც რესპუბლიკური კლინიკის დემონტაჟის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. უწყებამ თანამშრომლებს შეთავაზებების პაკეტი შესთავაზა, რომელიც დასაქმებასა და ფულად კომპენსაციებს გულისხმობს. სასურველი შეთავაზების ასარჩევად, პერსონალს ვადა 5 თებერვალს ეწურება. საავადმყოფოს თანამშრომლები სამართლებრივი დავის დასაწყებადაც ემზადებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან