ევროპელების არჩევანი

05/26/2019

ბოლო დღეებში 374 მილიონამდე ამომრჩეველს მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ევროპარლამენტის არჩევნებში - მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს დემოკრატიულ კენჭისყრაში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში 5 წელიწადში ერთხელ იმართება. პოპულისტების მომძლავრების, ბრექსიტის ჩიხისა და რუსეთიდან დეზინფორმაციის ფონზე, საით მიდის ევროპა? ვის სურს მისი გახლეჩა და ვინ იცავს მის ფასეულობებს?
• საით წაიყვანს ევროპას ევროპარლამენტის არჩევნები?
• \"საარჩევნო ციებ-ცხელება ბრიტანეთში ისეთი არ არის, როგორიც საქართველოშია\" - ინტერვიუ პოლიტიკის ექსპერტ ელენე მელიქიშვილთან
• ვინ არიან და როგორ მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები
• შინ - უცხოეთში: გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი, ევროპის პარლამენტის წევრობის კანდიდატი ქვემო საქსონიიდან, ქეთი ლანგრერი
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა \"პერსპექტივაში\" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია \"პირველის\" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან