საქართველოს პრემიერის ვიზიტი საუდის არაბეთში

21.12.2022 03:01

საუდის არაბეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი იწყება. საქართველოს პრემიერი სამეფოში ორმხრივ შეხვედრებს გეგმავს. პოლიტიკური დიალოგის პარალელურად განსაკუთრებული აქცენტი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე კეთდება. დელეგაციის წევრები საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრებენ. საუდის არაბეთიდან ინვესტიციების მოზიდვა და სავაჭრო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე მხარეებმა თვეების წინაც ისაუბრეს. მაშინ მთავრობის მეთაური საუდის არაბეთის პრინცს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.  „მოამბე“ ერ რიადიდან, - გიორგი კობერიძე გააშუქებს საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: