ბიომრავალფეროვნების დღე ზუგდიდში. პირდაპირი ჩართვა რადიო ათინათის დილის ეთერში

05/22/2014
YouthPD Atinati-ის მიერ

მიმდინარე წლის 22 მაისს, ასოციაცია ათინათის, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF)
და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთობლივი პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება\" ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ასოციაცია „ათინათის\" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე აქცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები სოფელ ჩხორიის ეკოლოგიური განათლების კლუბის წევრები არიან, რომელთა ინიციატივით საინფორმაციო მასალებთან ერთად ევმონიუსისი 100-ზე მეტი ნერგი ქვეითად მოსიარულე მოქალაქეებს საჩუქრად გადაეცათ . აქციის მიზნად ისახავდა გარემოსდაცვის კუთხით ადგილობრივ მოსახლეობაში ინფორმირებულობისა და ცნობიერების დონის ამაღლება, ეკოლოგიური პრობლემებისადმი მათი დაინტერესების გაზრდა და მწვანე გარემოზე ზრუნვისთვის გააქტიურება.

იხილეთ რადიო ათინათის მიერ მომზადებული ვიდეო-რეპორტაჟი ჩენი აქციიდანhttp://radioatinati.ge/news/article/1... — at Association Atinati