პრემიერ-მინისტრის ანგარიში


პარლამენტი დღეს პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრშია.

პრემიერის პოსტზე დამტკიცებიდან ოთხი თვის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშის ჩასაბარებლად მივიდა. ამ წუთებში გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მთავრობის მეთაურს ოპონენტთა მწვავე კრიტიკის და მძიმე ბრალდებების მოსმენა უწევს. გაზრდილი საგარეო ვალები, ბიუროკრატიული ხარჯები, „ნამახვანჰესის“ სადავო პროექტი, ვაქცინები, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, ანაკლიის პროექტი - საერთო ჯამში 70-მდე შეკითხვა დაისვა. პრემიერ-მინისტრი ცალკეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნეპოტიზმსა და კორუფციაშიც დაადანაშაულეს. გამომსვლელებს შორის აქტიურობდნენ მმართველი გუნდიდან ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიას პარტიაში წასული დეპუტატებიც. ამ წუთებში პრემიერი შეკითხვებს პასუხობს, რამდენიმე პასუხს დარბაზში ვნებათაღელვა და ხმაური მოჰყვა. 

თეონა მანაგაძე ადევნებს თვალს პარლამენტში მიმდინარე გამოსვლებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან