ექიმების განცხადება
ექიმებს, რომლებიც 26 თებერვლის შემდეგ „კოვიდ 19“-ს ებრძვიან და უკვე 97 ინფიცირებული გამოაჯანმრთელეს, მკურნალობის მეთოდის გამო განმარტებების გაკეთება დასჭირდათ. ეს მას შემდეგ, რაც ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა კოლეგებს სამკურნალო პროტოკოლი დაუწუნა და ახსენა პრეპარატი „პლაქვენილიც“, რომელსაც მისი მტკიცებით, ქართველი მედიკოსები არამიზნობრივად იყენებენ. თუმცა, საქართველოში უკვე არაერთხელ განმარტეს, რომ მალარიის საწინააღმდეგო წამალს მხოლოდ საშუალო და მძიმე პაციენტებს უნიშნავენ და ის მსუბუქ პაციენტებთან, ან საპროფილაქტიკოდ არ გამოიყენება. კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ მძიმე და ხანდაზმულ პაციენტებს მართვითი სუნთქვის აპარატი სწორედ „პლაქვენილის“ სწორად გამოყენების გამო აღარ დასჭირდათ. კვლევები გრძელდება, ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქართველი მედიკოსები მსოფლიოსთვის ჯერ ისევ ამოუცნობი ვირუსის მკურნალობის მეთოდიკაში რთავენ სხვა პრეპარატებსაც, მათი დანიშვნა კი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის სიმძიმის და ჩვენების მიხედვით ხდება. მკურნალობის წარმატებული შედეგი სახეზეა - საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობის სიმცირის მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და მხოლოდ ჯუჯა ან მცირერიცხოვან რამდენიმე ქვეყანას ჩამორჩება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ექიმების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექიმების განცხადება პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ვივამედის" ექიმების განცხადება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეო...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმების განცხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი 6 | ექიმების განცხადება | 17.12.12
GeoArchive
მიხეილ სააკაშვილის ექიმების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმების განცხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster