ქისტური ადათ-წესები - მრავალეთნიკური საქართველო

11/22/2019
kakha kupatadze-ის მიერ

ისლამური სამყაროსთვის ყველაზე წმინდა თვე რამადანი:

ამ თვეში განთიადიდან საღამომდე მუსლიმები ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ.

ამ პერიოდის განმავლობაში ყველანაირი საომარი მოქმედებები და დაპირისპირებები უნდა შეწყდეს.
რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა წინასწატმეტყველ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა.

მარხვა ყველა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. რამადანის დროს მოხუცები, ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები და ორსული ქალები ნებადართული არიან ამ დროს მარხვა დაარღვიონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მუსლიმებმა ეს მარხვა აუცილებლად უნდა დაიცვან.

ბავშვები მარხვასა და ნამაზის ლოცვას გარდატეხის ასაკში იწყებენ, თუმცა მარხვას ბევრი ადრეულ ასაკშიც იწყებს.
მარხვა 30 დღის მანძილზე გრძელდება და სამდღიანი ზეიმით მთავრდება.

წყარო: https://pankisi.ge/tag/რამადანი/

პანკისი ახმეტის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის. ხეობა მდინარე ალაზნის ზემო დინების ხეობაში კავკასიონის ფარგლებში მდებარობს . სიგრძე კი 34 კმ -ია .

მდინარე ალაზნის აუზის ზემო ნაწილი ქოჩარის ქედით იყოფა ორ ხეობად, რომლებიც მდინარეებს წიფლოვანისწყალსა და სამყურისწყალს ეკუთვნის. ზღვის დონიდან 950 მეტრ სიმაღლეზე ეს მდინარეები ერთდებიან და წარმოშობენ ალაზანს. ამ ადგილის ქვემოთ პანკისის ხეობისთვის დამახასიათებელია ფართო, მოვაკებული, დატერასებული ფსკერი. ხეობა გამომუშავებულია იურულ თიხაფიქლებში. რელიეფში ძირითადად ეროზიულია, მაგრამ სამყურისწყლის აუზში შეინიშნება მეოთხეული მყინვარის ნაკვალევი (ტროგები, ცირკები, დაკაწრული კლდეები).

ხეობის ფერდობები 2000-2200 მეტრამდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით. ალაზნის მარჯვენა შენაკადის ბაწარის ხეობაში არის უთხოვრის ტყის ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.

წყარო: ვიკიპედია

ავტორები: კახა კუპატაძე, დავით ამონაშვილი

ვიდეოები „kakha kupatadze"-ისგან