ბოდბის დედათა მონასტერი

10.04.2020

ავტორი: კახა კუპატაძე სახელმწიფოს თხოვნას, ჯადაცვის შესაბამისი ორგანოებისა თუ სპეციალისტების მოწოდებას რომ ითვალისწირებს საქართველოს საპატრიარქო, ამის ნათელი მაგალითია ბოდბის დედათა მონასტერი. აქ ყოველკვირეულ წირვა-ლოცვას ბოდბელი ექპისკოპოსი, მეუფე იაკობი აღავლენს. გამკაცრებული რეგულაციების გამო , ახლა წირვა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მიმდინარეობს, სადაც მხოლოდ მეუფე, დედაოები და სხვა სასულიერ პირები ესწრებიან. ეკლესიაში მკაცრად იცავენ დისტანციას. საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების დაცვას ცდილობენ მორწმუნეები. დისტანციის შენარჩუნების მიზნით მონასტრის ეზოში იკრიბება მრევლი და ორმეტრიანი დაშორებით დგას. მომლოცველები წირვა-ლოცვას სპეციალური ხმოვანი გამაძლიერებლებით უსმენენ. ზიარების მიღების შემდეგ კი მორწმუნეებს საშუალება აქვთ სიტკბოება მიიღონ როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან. ბოდბის დედათა მონასტერში წმინდა ნინოს სახელობის ახალი ტაძარი ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა და სხვა მღვდელმთავრემა 2019 წლის 9 ივნისს აკურთხეს. ამავე დღეს, დილის 10:00 საათზე საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო . 2012 წელს კი დაუსრულებელ ეკლესიაში პირველად ნინოობის საზეიმო წირვა- ლოცვა აღევლინა. 2014 წლის დეკემბერში გადაიხურა გუმბათი და აღიმართა ჯვარი. ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, სიღნაღიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია. დეტალები იხილეთ აქ: https://ka.wikipedia.org/wiki/ბოდბის_...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დედების ცხოვრება ბოდბის მონასტერში

დედების ცხოვრება ბოდბის მონასტერში

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ბოდბის დედათა მონასტერი/Bodbe Convent/Бодбийский Монастырь
01:43

ბოდბის დედათა მონასტერი/Bodbe Convent/Бодбийский Монастырь

Bodbe Convent

ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი
08:19

ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ტურისტული ინფრასტრუქტურა იცვლება
02:04

ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ტურისტული ინფრასტრუქტურ...

TV IMEDI

ბოდბის დედათა მონასტერში ლადო ათანელის მამაო ჩვენოს განსხვავებული ვერსია
00:34

ბოდბის დედათა მონასტერში ლადო ათანელის მამაო ჩვენოს განსხვავ...

მანო ტოგონიძე

სიმართლე ბოდბის დედათა მონასტრის შესახებ#ბოდბისმონასტერი#წმინდანინოსსავანე
46:14

სიმართლე ბოდბის დედათა მონასტრის შესახებ#ბოდბისმონასტერი#წმი...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

ვნების კვირა შორენა ხვიჩიამ ბოდბის დედათა მონასტერში გაატარა
09:01

ვნების კვირა შორენა ხვიჩიამ ბოდბის დედათა მონასტერში გაატარა

TV IMEDI

საკვირაო ლიტურგია ბოდბის მონასტერში
01:32

საკვირაო ლიტურგია ბოდბის მონასტერში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო