თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩასულმა წყალმა ინფრასტრუქტურის, დოკუმენტაციისა და სამედიცინო აპარატურის ნაწილი დააზიანა.
საუბარია კლინიკის ადმინისტრაციულ შენობაზე, რომლის სახურავის შეკეთებაც, როგორც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები აცხადებენ, კლინიკის მფლობელმა კომპანია „ავერსმა“ ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, გადახადა ნახევარი სახურავი და მოგვიანებით, როდესაც კლინიკამ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მიიღო, მას მხოლოდ ე.წ. ბრეზენტი გადააფარა.
როგორც კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, შოთა გოგიჩაიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დროებითმა საფარმა დღეს მოსული ძლიერი წვიმა ვერ დაიკავა და შენობაში წყალი დიდი რაოდენობით ჩავიდა. გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია შენობის ნახევარი, ინვენტარი, პაციენტების ისტორიები, წყალი ჩავიდა ლაბორატორიაშიც, სადაც სხვადასხვა ვირუსზე, მათ შორის კორონავირუსზე ტარდება კვლევები.
შეგახსენებთ, თბილისის ინფექციური კლინიკის შენობები და ტერიტორია 2009 წლის შემდეგ კომპანია „ავერსის“ საკუთრებაა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ინფექციურ კლინიკასთან იგეგმება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება, რის შემდეგაც პრობლემა მოგვარდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.