მართლმსაჯულების რეფორმა - საკანონმდებლო პაკეტის განხილვა
პარლამენტი კიდევ ერთი სადავო კანონპროექტის განსახილველად ემზადება. ევროკომისიის მესამე პუნქტზე ოთხთვიანი მუშაობა დასრულდა. „ქართულ ოცნებას“ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მზად აქვს. განხილვა დიდი ალბათობით ხმაურიანად ჩაივლის, რადგან წარდგენილ ექვს ცვლილებას სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის საკმარისად არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მიიჩნევს. მათ შორის არც ის ოპონენტები, რომლებიც ხელისუფლების მიერ შექმნილ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ჩართულები იყვნენ. პარლამენტში იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების ვალდებულების შემოღება და რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის წესის შეცვლა ინიცირებული ცვლილებების არასრული ჩამონათვალია. პირველი მოსმენის შემდეგ ხელისუფლება გეგმავს, რომ პროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას და ეუთო-ოდირს მიაწოდოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მართლმსაჯულების რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მართლმსაჯულების რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო სისტემის რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონფერენცია მართლმსაჯულების თემაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 იუსტიციის მინისტრის საქმიანობის შეჯამება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster