პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ესაუბრა


ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას ეხებოდა. გერმანიის კანცლერმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ირაკლი ღარიბაშვილმა კი ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს. გერმანიის კანცლერმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან