პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში

02.06.2025 05:48

დეოკუპაციისა და ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ეკონომიკის მომზადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და სხვადასხვა სექტორში განხორციელებული რეფორმები – ამ საკითხებზეა აქცენტირებული საქართველოს მთავრობის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. მთავრობის ხელმძღვანელი წლიური მოხსენებით დეპუტატების წინაშე 27 ივნისს წარდგება, მანამდე კი პრემიერმა წერილობითი ანგარიში დღევანდელ ბიუროს სხდომას წარუდგინა, — დოკუმენტის მიხედვით, ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად საერთაშორისო დღის წესრიგში გასულ წელსაც აქტუალური იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული გამოწვევები. ანგარიშში ხაზგასმულია მთავრობის ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის და გამოთქმულია მზადყოფნა, მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი მომავალშიც აქტიურად შეასრულოს. თეონა მანაგაძის ჩართვა #მოამბე ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: