დღეიდან „ტელესკოლის“ ეთერში ახალგაზრდული პროექტი „ზი თაობა“ იწყება


დღეიდან „ტელესკოლის“ ეთერში ახალგაზრდული პროექტი „ზი თაობა“ იწყება - გადაცემა ყოველ შაბათს, 22:00 საათზე დაიწყება. ეს არის სატელევიზიო სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც საინტერესო თემებზე, პრობლემებზე და გამოწვევებზე მსჯელობენ.

გადაცემა რამდენიმე საინტერესო რუბრიკას აერთიანებს. ლუკა კალატოზის კიბერსივრცე - სადაც სტუმარი ბლიცინტერვიუს დროს თავად ირჩევს ვიდეოთამაშს; გიორგი-ნიკოლასის რუბრიკა - აღმოაჩენს, გვაცნობს ახალგაზრდა და გამორჩეულ და ნიჭიერ ადამიანებს; ელენი კორუხაძე - იგივე ელენი, კოფოქსის რუბრიკა რჩევებით, საინტერესო გამოწვევებით ეხმიანება გადაცემის მთავარ თემას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანაა, ყველა ასაკის აუდიტორიისთვის საინტერესო და თანამედროვე იყოს. დასახულ ამოცანებს შორისაა, შევქმნათ სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდა შემოქმედთათვის და მედიაპროდუქტების შემქმნელთათვის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან