ბირ ელ-ქუტი. ქართული ნამონასტრალი

01/18/2022
B. K.-ის მიერ

ბირ ელ-ქუტის ქართულ ნამონასტრალს 2014 წლის იანვარში ვეწვიე ელეონორა გორის მეგზურობით. მანამდე ორი წლით ადრე ფრანცისკანელთა მუზეუმს ვესტუმრე, მისი დირექტორი პროფ. ეუჯენიო ალიატა გავიცანი და ლაპიდარიუმში ბაკურის წარწერის ჩვენება ვთხოვე. ნანახმა ცუდ გუნებაზე დამაყენა. წარწერა თავდაყირა ეკიდა შესასვლელთან კედელზე. აი მაშინ მივიღე ალიატას დაპირება აღნიშნული წარწერის მუზეუმის მთავარ დარბაზში გადატანაზე. მუზეუმს მაშინ სარემონტოდ ამზადებდნენ.
ამ ამბებს საინტერესო გაგრძელება მოჰყვა. მე უნებურად გავხდი ამ იავარქმნილი სავანის ქართული წარწერების მკვლევარი. დღეს ჩემი გამოკვლევა კარგად არის ცნობილი საზღვარგარეთელი მეცნიერებისთვის. ქართველი კოლეგებისთვისაც. მასში რეზონულად არის ახსნილი პეტრე იბერის საერო სახელის რაობის საკითხი. მარუანი სახელი \"პეტრეს\" არაბული შესატყვისი აღმოჩნდა. ამდენად, პეტრეს ერთადერთი და ნამდვილი საერო სახელი ნაბარნუგია.
ბირ ელ-ქუტს სხვამხრივაც \"შევეწიე\": მოსვენება არ მივეცი ალიატას (მას კიდევ სამჯერ შევხვდი), სანამ ბაკურის წარწერა განახლებული მუზეუმის მთავარ საგამოფენო დარბაზში არ გადავატანინე. ამჟამად, ის იქ აბა ანტონის წარწერასთან ერთად შეწყვილებულია წარმოდგენილი. 2018 წელს მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა: ბირ ელ-ქუტის არქეოლოგიურ უბანს ერთბაშად ასი ქართველი დამთვალიერებელი ესტუმრა. ამ ჯგუფს (ადგილზე ხელმძღვანელიბდნენ თემურ ქობალავა და ირინა პენიასოვა) ობიექტის ჭიშკარი ჩემი რეკომენდაციით გაუხსნა ალიატამ, რომელმაც ნანახით გაოცებულმა ბრძანა: ასეთი რამ ალბათ ათას წელიწადში ერთხელ თუ ხდებაო...
https://www.academia.edu/33123443/BES...

https://www.academia.edu/50942226/VIR...

ვიდეოები „B. K."-ისგან