ვაქცინაციაში ჩასართავ პირთა წრე ფართოვდება


იმუნიზაციის ექპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაციაში ჩასართავ პირთა წრე ფართოვდება.
25 მარტიდან ვაქცინაცია 65 წელს ზევით ასაკის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის, „ასტრაზენეკას“ წარმოებული ვაქცინით, სამედიცინო სფეროში დასაქმებული 3 843 ადამიანი აიცრა.
საქართველოში \"ფაიზერის\" შემოტანის შემდეგ მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 მოქმედებს. ცხელი ხაზი 15 22 , ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.
ვრცლად: http://stratcom.gov.ge/s/125e1

ვიდეოები „დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო"-ისგან