დიდ დიღომში მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

25.05.2019 01:07

თბილისში, დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა პეტრე იბერის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი ნიგერიის მოქალაქეა.  ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. გარდაცვლილი ბავშვის დედა დაკითხვაზეა გადაყვანილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: