აქციაზე დევნის ქრონიკა

04/17/2024

🗣️ “რას აკეთებთ! ჟურნალისტი ვარ. ჟურნალისტი ვარ” - OC Media-ს რეპორტიორის, მარიამ ნიკურაძის ამ შეძახილს, რომელიც 17 აპრილს, ე.წ. “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე მისივე გადაღებულ ვიდეოში ისმის, სპეცრაზმელის ყვირილი მოსდევს: ჟურნალისტს გადაღებას უკრძალავს და ადგილიდან აგდებს.

🎥 ამ ვიდეოში მარიამმა მოასწრო და გადაიღო, როგორ მისდევენ შეიარაღებული სპეცრაზმელები 16-17 აპრილის ღამით გამართული საპროტესტო აქციის დემონსტრანტებს, როგორ სცემენ მანქანას ამოფარებულ ბიჭს, როგორ დევნიან და შლიან მომიტინგეებს, რომლებიც 16 აპრილის გვიან ღამით, პარლამენტის უკან და გვერდითა შესასვლელებთან იყვნენ თავმოყრილები.

👇 მარიამ ნიკურაძე წუხანდელი ღამის ამბებს გვიყვება და ამბობს, რომ ასე მოულოდნელად და აბსოლუტურად უმიზეზოდ ხალხის დარბევა “ქართული ოცნების” ხელისუფლების პერიოდში გამართულ სხვა აქციებზე არ ახსენდება.

---

🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge

გამოგვყევი 👇🏻

Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3
Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3
Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp
TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws
Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან