ეროვნული გალერეა

22.05.2012 01:16

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ გალერეას ცნობილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის სახელი მიენიჭა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეროვნულ გალერეაში პირველად გამოიფინა დიმიტრი შევარდნაძის მიერ გადაღებული ფოტოები, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნა მხატვრის რამდენიმე ფერწერული ტილო, ნაჩვენები იქნა ფრაგმენტები ირაკლი მახარაძის ფილმიდან „დიმიტრი შევარდნაძე", გამოქვეყნდა დიმიტრი შევარდნაძის პირადი წერილები; მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან - ბრძანება და ცნობა დიმიტრი შევარდნაძის დახვრეტის შესახებ. web-page: http://www.mcs.gov.ge faceebook: http://www.facebook.com/culturegovge twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge youtube:    / culturegovge   flickr: http://www.flickr.com/photos/cultureg... myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: