საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი


პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებს. ცვლილებები მეორე მოსმენით გუშინ 78 ხმით მიიღეს. განხილვას საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ კი განხილვის პროცედურები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ფასადურია.

საუბარია კანონპროექტზე, რომლის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების წესი შემოდის. ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა, არა - საჯარო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან