ვახტანგ გომელაურის გამოსვლა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე
ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული და სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი - ვახტანგ გომელაური პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა. ვახტანგ გომელაურმა ვრცლად ისაუბრა სამინისტროს მიღწევებსა და პანდემიის პირობებში დაძლეულ გამოწვევებზე. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წელს საგანგებო რეჟიმში იმუშავა, უწყების თანამშრომლები იცავდნენ წესრიგს, უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებებს, ებრძოდნენ კრიმინალს, სტიქიებს, ხანძრებს და ამ ყველაფერთან ერთად, პანდემიას. ვახტანგ გომელაურმა ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგრძელდება ავტოპარკის განახლება, როგორც საპატრულო პოლიციაში, ასევე, კრიმინალური პოლიციის რეგიონულ დანაყოფებში. მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა. გაუმჯობესდება და განახლდება დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, რაც ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, გაგრძელდება პოლიციელების მაღალი ხარისხის ფორმის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე "საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას," კენჭისყრის შედეგად, კომიტეტების წევრმა დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
ვახტანგ გომელაურის გამოსვლა გაერთიანებული კომიტეტების სხდომა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვახტანგ გომელაურის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში ხმაურის...
ტვ პირველი • TV Pirveli
ვახტანგ გომელაურის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში ხმაურის...
ტვ პირველი • TV Pirveli
მინისტრის საათი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახ...
Parliament of Georgia
ნიკა მაჭუტაძე პარლამენტში
MULTIMEDIA GE
ოპოზიცამ გომელუარს სიტყვა შეაწყვეტინა - ხმაური პარლამენტში
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლა კიბერუსაფრთხოების ფორუმზ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
#მოამბე 21 საათზე, 19 აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster