ქუთაისში, პროფესიული სწავლების და ტრენინგების ცენტრის ბაზაზე, ადგილობრივმა ფერმერმა თენგიზ ჩინჩალაძემ ვაზი ტრადიციულისგან განსხვავებული მეთოდით გააშენა. ვენახის უნიკალურობა ისაა, რომ ის სათბურში დაირგო. თენგიზ ჩინჩალაძემ ამ იდეის განხორციელება 2015 წელს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ ხელმძღვანელის, მერაბ ბარათაშვილის რჩევით გადაწყვიტა. თავდაპირველად ვენახის გაშენება 300 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე გადაწყდა.
ვაზის ნერგი ადგილზე გამოიყვანეს. სათბურში დარგულია ორი ფრანგული ჯიში: „სევილია“ და „კარდინალი“. როგორც სათბურის მეპატრონე ირწმუნება, ადგილზე ბიო პროდუქტის წარმოება ხდება, რადგან იყენებს მხოლოდ ესპანური წარმოების ბიოლოგიურ სასუქს. მისივე თქმით, ამ წამოწყებით ბევრი ადამიანი დაინტერესდა და მასთან კონსულტაციის მისაღებადაც მიდიან.
ფერმერს ბიზნესის გაფართოების სურვილი აქვს, სურს კიდევ ერთი სათბური ააშენოს, თუმცა მისი თქმით, ამისთვის საკმარისი ფინანსები არ აქვს.
ვრცლად იხილეთ მასალა ვებპორტალზე cso.ge. ბმული: http://www.cso.ge/view.php?type=journ...