მასშტაბური ტყის ხანძარი საფრანგეთში

15.08.2023 00:37

საფრანგეთის სამხრეთით მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლმა აღმოსავლეთ პირინეის მხარეში 500 ჰა ფართობი მოიცვა. ევაკუირებულია 2000-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის ტურისტები. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის გავრცელება ამჟამად კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია სახიფათო მდგომარეობა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისას 17 მეხანძრე-მაშველი მსუბუქად დაშავდა. ცეცხლი 14 აგვისტოს საღამოს გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. დაზიანებულია 30-მდე საცხოვრებელი სახლი. ესპანეთის საზღვართან დაკეტილია საავტომობილო გზა და სარკინიგზო მიმოსვლა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub