სამეგრელოს პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ზუგდიდში 2 პირი დააკავა
11/06/2020
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის
მიერ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.გ. და 1986 წელს დაბადებული რ.გ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ზუგდიდში, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისში ფარულად შეაღწიეს. დ.გ.-მ და რ.გ.-მ აღნიშნულ ოფისში ტელევიზორი და კომპიუტერული ტექნიკა მოიპარეს, პოლიციამ ორივე პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის \"ბ\" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის \"ა\" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/
Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804