რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს და რას ჰყვებიან აქციის მონაწილეები


დამოუკიდებლობის კიდევ ერთი დღე, რომელსაც მთავარ გამოშვებაში გავიხსენებთ, 2011 წლის 26 მაისია. ოთხი გარდაცვლილი და 250-ზე მეტი დაშავებული, ამ სამწუხარო შედეგით დასრულდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევა.

გარდაცვლილებს შორის სამი მომიტინგე, ერთი კი პოლიციელი იყო. აქციის დარბევისას გამოყენებული იყო ხელკეტები, რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

აქციის დაშლამდე მომიტინგეები მერიის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, რომ დაშლილიყვნენ, რადგან აღლუმისთვის მზადება უნდა დაწყებულიყო. თუმცა აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უარს ამბობდნენ აქციის დაშლაზე.

მომიტინგეების დარბევა 26 მაისის გამთენიისას დაახლოებით 00:15 წუთზე დაიწყო. მიმდებარე გასასვლელი ქუჩები სამართალდამცველებს ჩაკეტილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ.

რა სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა 6 წლის წინანდელ მოვლენებს, რას ყვებიან აქციის მონაწილეები თუ ბარიკადების მეორე მხარეს მყოფი პირები. დეტალები მოამბეში 20 საათზე.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან