„საბავშვო ევროვიზია - 2022“ იწყება


ევროპის ყველაზე მასშტაბური საბავშვო მუსიკალური კონკურსი „საბავშვო ევროვიზია 2022“ იწყება. ქართული დელეგაცია დღეს სომხეთში მიემგზავრება. ერთი კვირის განმავლობაში, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები გაივლიან რეპეტიციებს, ასევე დაგეგმილია ინტერვიუები და საიმიჯო ფოტოსესიები. წელს საბავშვო ევროვიზიას 16 მონაწილე ეყოლება, გრანდიოზული შოუ სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდება. სცენაზე კონკურსანტების გარდა, მაყურებელი სხვადასხვა წლების გამარჯვებულ მონაწილეებსაც იხილავს. წელს საქართველოს კონკურსზე მარიამ ბიგვავა სიმღერით - I believe წარადგენს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან