ჟურნალი “C o p y r i g h t”
10 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში ჟურნალ „Copyright“-ის მეათე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე, ასოციაციის წევრები, საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ხელოვანები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები. ჟურნალს „Copyright“ საავტორო უფლებათა ასოციაცია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მხარდაჭერით გამოსცემს. „Copyright“-ი პირველი ჟურნალია საავტორო უფლებების დაცვის სფეროში, რომლის მიზანს საავტორო უფლებების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესების გაშუქება წარმოადგენს. ჟურნალში წარმოდგენილია საინტერესო რუბრიკები: „მთავარი თემა“ - ინტერვიუ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან, „შედევრის ისტორია“ - ელენე ახვლედიანი, „პორტრეტი“ - გიორგი ცაბაძე, “პრობლემატიკა” - რატომ არ უნდა მოვიპაროთ მუსიკა და სხვა. ჟურნალს დაემატა ახალი რუბრიკა „დიზაინ თბილისი“, რომელშიც საუბარია ჩვენს ქალაქში არსებული ახალი არქიტექტურული ნაგებობებისა და სივრცეების შესახებ. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ჟურნალ “C o p y r i g h t”- ის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
62
122) მშობლის მიერ სხვადასხვა შვილის ელექტრონული ჟურნალის ნახ...
Nana Dabrundashvili
116) შემაჯამებელი სამუშაოს ჩანიშვნა ელექტრონულ ჟურნალში
Nana Dabrundashvili
118) შემაჯამებელი სამუშაოს აღდგენის ჩანიშვნა ელექტრონულ ჟურნ...
Nana Dabrundashvili
117) შემაჯამებელი სამუშაოს წაშლა ელექტრონულ ჟურნალში
Nana Dabrundashvili
128) როგორ ჩავწეროთ შემაჯამებელი სამუშაოს ნიშნები ელექტრონულ...
Nana Dabrundashvili
121) მშობლის რეგისტრაცია-ავტორიზაცია ელექტრონულ ჟურნალში
Nana Dabrundashvili