© https://mtisambebi.ge/ - ოდა სახლების შესანარჩუნებლად, რაჭის სათემო ორგანიზაციამ, რომელიც ნახევარი წლის წინ დაარსდა, წამოიწყო კამპანია „დაწერე რაჭული ოდების ისტორია“ (ნახეთ სრულად https://bit.ly/3fjqw2E) სათემოს წევრი ახალგაზრდები მოივლიან ონისა და ამბროლაურის ასამდე სოფელს, გადაიღებენ სახლებს, მოიძიებენ მათ ისტორიებს და შექმნიან ორენოვან ქართულ - ინგლისურ ჟურნალს, სადაც მოგროვებულ მასალას განათავსებენ. ოდების გადარჩენის მცდელობის საქმეში, სათემო ორგანიზაციას მთელი ამ სამუშაოების შესასრულებლად, მხოლოდ 5000 ლარი სჭირდება. თანხის შესაგროვებლად განაცხადი შეიტანეს ფონდში, „ორბელიანი მეტი“. პირობის თანახმად, თუ შემოწირულება თანხის ნახევარს შეადგენს, ფონდი მას გააორმაგებს. ამ თანხით ისინი ფოტოგრაფის დაქირავებას და ელექტრონული ბაზის შექმნას შეძლებენ. ძირითად სამუშაოს კი სათემოს წევრები ენთუზიაზმით, მოხალისეობრივად შეასრულებენ, რადგან იციან, რა ისტორიას ინახავს რაჭული ოდა.