9 დეკემბერს დანიშნული სასამართლო პროცესის მოლოდინში „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო გეგმაზე შეთანხმებას ცდილობს. თუმცა, პარტიის თავმჯდომარის მიერ „ფეისბუქის“ საშუალებით დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრას ლიდერების ნაწილი არ დაესწრო. მოახლოებულ შიდა არჩევნებში ნიკა მელიას კონკურენტი და თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მელიას სწორედ მიხეილ სააკაშვილის თემაზე პასიურობის გამო აკრიტიკებს, თავმჯდომარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე არ მივიდა და 9 დეკემბრისთვის მხარდამჭერების მობილიზების მიზნით რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად რეგიონული ტურნე დაიწყო. როგორ უნდა მოიქცეს „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მოსამართლე გიორგი არევაძე პარასკევს ადვოკატების შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს და ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე უარს იტყვის - უარის შემთხვევაში მისაღებ ზომებზე სააკაშვილის პარტიამ დღეს დახურულ კარს მიღმა იმსჯელა. ორად გაყოფილი გუნდის შეხვედრის შემდეგ სამომავლო გეგმებზე რადიკალური და შედარებით თავშეკავებული განცხადებები კეთდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.