დედაქალაქის მთავრობის სხდომა

16.06.2021 01:23

ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისში პირველი აგვისტოდან, დამატებით 1 315 საპარკინგე ადგილზე ამოქმედდება. გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. საერთო ჯამში, 5 000-მდე საპარკინგე სივრცეზეა შესაძლებელი ავტომანქანის გაჩერება საათში ერთ ლარად. მერის თქმით, პარკირება ახლად დამატებული ქუჩების მოსახლეობისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის უფასო იქნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: