ხანძარი საბერძნეთის კუნძულ როდოსზე

23.07.2023

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრის გამო, სტიქიის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე მდებარე სანაპიროებიდან, დაცვის ხომალდებითა და 30-ზე მეტი კერძო ნავით, 2000-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ევაკუირებულთა შორის არიან ტურისტები. ტყის ხანძარი კუნძულზე უკვე ხუთი დღეა მძვინვარებს, ცეცხლის ჩაქრობას კი ძლიერი ქარი აფერხებს. ხანძარმა ზღვისპირა სოფელ კიოტარიში სამი სასტუმრო დააზიანა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: