შეხვედრა სტუდენტებთან


საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. მინისტრმა სტუდენტებს მთავრობის ის გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც გამყოფ ხაზთან მცხოვრები 1200 სტუდენტი სრულად დაფინანსდება. ისაუბრეს იმ პროექტებზეც, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებში ხორციელდება.

შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტის რექტორმა, მინისტრს ოსურად ნათარგმნი საკუთარი მოთხრობების კრებული გადასცა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან