გურჯაანში ვენახების 40 % დაისეტყვა
გურჯაანში სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. სოფლებში: ძირკოკში, ჭანდარსა და ზემო გურჯაანში 50 ჰექტარზე გაშენებული ვენახების 40% დასეტყვილია. დაზარალებული მევენახეების განცხადებით, თუ ყურძენი სასწრაფოდ არ დაიკრიფა და არ დაბინავდა, 2-3 დღეში მოსავალი მთლიანად გაფუჭდება და გადასაყრელი გახდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და გამგეობაში შექმნილი შტაბის წარმომადგენლებმა დასეტყვილი ვენახები მოინახულეს და დაზარალებულებს დახმარებას დაპირდნენ, თუმცა ამ დროისათვის, ჯერჯერობით, გაურკვევლია, ჩაიბარებს თუ არა რომელიმე ღვინის ქარხანა დასეტყვილ ყურძენს. უცნობია ისიც, თუ რა სახის დახმარებას გაუწევს სახელმწიფო დაზარალებულებს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1cCOPmc
მსგავსი ვიდეოები
სტიქია გურჯაანში
ტელეკომპანია თანამგზავრი
სტიქია კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მევენახეთა კონფერენცია 2019 - ტელეკომპანია გურჯაანი
გურჯაანის ღვინის ფესტივალი · Gurjaani Wine Fest
#გურჯაანიმეღვიონეობისქალაქიმევენახეთა კონფერენცია 2019 - ტელ...
David Songulashvili / დავით სონღულაშვილი
სტიქია კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა უკვე ნებადა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ბაკურციხეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მევენახეები ყურძენზე დაბალ ფასს აპროტესტებენ – „ვენახებს ისე...
Mtisambebi / მთის ამბები